ბათუმი ''დინამო'' საკუთარ ბაზაზე დღეს პირველად ითამაშებს

01 მაისი 2018, 00:00 3680 ნახვა

დღეს, პირველ მაისს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ბათუმის „დინამო“ მარტვილის „მერანს“ შეხვდება. 12-წლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ მოედანზე, ბათუმელები პირველად ითამაშებენ. ​

ანგისის სპორტული ბაზა 1 575 მაყურებელს იტევს, რომელიც 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილებისგან შედგება. ბაზაზე მოედნებს ბუნებრივი და ხელოვნური საფარი აქვთ.

დამხმარე ნაგებობა 3 სართულიანია, სადაც განტავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, ფეხბურთელებისთვის კი სავარჯიშო დარბაზები და სამედიცინო ოთახია მოწყობილი. მეოთხე სართულზე კი მედიისთვის სპეციალური ტერასაა მოწყობილი. დამხმარე ნაგებობაც ადაპტირებულია.

მშენებლობა გასული წლის დეკემბერს დასრულდა და იგი 4 მილიონ 116 ათას ლარი დაჯდა. ტერიტორიის ფართობი 78 ათას 772 კვადრატული მეტრია.  

ბაზაზე პირველი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, „დინამოსა“ და მარტვილის „მერანის“ შეხვედრის პირდაპირი ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე შეგიძლიათ ნახოთ. 

 18:30 სთ-ზე ანგისის სპორტული ბაზის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი