პროფილაქტიკური სამუშაოებისა გამო, ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმიდან ქობულეთში მიმავალი გვირაბით სარგებლობა აიკრძალება. მეორე გვირაბში კი ორმხრივი მოძრაობა იქნება.
"ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება" - წერია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.