ბათუმში საცხოვრებელი სახლები იწვის

24 აპრილი 2018, 00:00 13451 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ყოფილი ''ლეოგრანდის'' მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.  პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა, ახლოსმდებარე სახლებს კი მალევე მოედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში