600 ათასი ლარის ზარალი - პარკირების წესების დარღვევის გამო გადაუხდელი ჯარიმა

19 აპრილი 2018, 00:00 3023 ნახვა

ბათუმის მერია პარკირების წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების უმრავლესობისგან თანხას ვერ იღებს. ეს თანხა კი გასული წლის მონაცემით, 600 ათასი ლარია.

მიზეზი სხვადასხვაგვარია – საქარე მინაზე დატოვებული ჯარიმის ქვითარი შესაძლოა დამრღვევს ადგილზე აღარ დახვდეს, ან რეაგირების გარეშე დატოვოს. საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილი ჯარიმა კი სახლში არყოფნის გამო, ან განზრახ არ ჩაიბაროს.

რა ხდება ამ შემთხვევაში? დღევანდელი მოცემულობით არაფერი. სწორედ ამ ნაწილში კონტროლისა და თანხის ამოღების მექანიზმის შექმნისთვის ბათუმის მერი თვითმმართველობებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას ითხოვს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი