245 მოსწავლემ სკოლა შრომის გამო დატოვა

19 აპრილი 2018, 00:00 2766 ნახვა

ყოველწლიურად, ათობით ბავშვი, დასაქმების მოტივით განათლების მიღებას წყვეტს. სასწავლო დაწესებულებიდან წასვლის მიზეზი სხვადასხვაა. მოზარდები სკოლებს ძირითადად შრომის გამო ტოვებენ. ნაწილი სეზონურად მუშაობს, ნაწილი კი ანაზღაურების მისაღებად  საზღვარგარეთ მიდის.

ფიქსირდება გაკვეთილების სისტემატურად გაცდენის შემთხვევები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც არასრულწლოვნები სეზონური სამუშაოების შესრულების პერიოდში სკოლაში ვერ მიდიან.  

2017 წელს შრომის გამო, 106 ბავშვს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო სრული ზოგადი განათლების მიღებამდე - 139 ბავშვს.

სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის გამო, ბავშვები ასაკთან და ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, სახელმწიფომ კი ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგა.

‘’ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების როლის გაძლიერება ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების, დროული გადამისამართებისა და დახმარების კუთხით, '' - წერია დოკუმენტში. 

 პრობლემის მასშტაბების მიუხედავად, 2017 წელს გამოძიება არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმასთან  დაკავშირებით მხოლოდ ერთ საქმეზე დაიწყო,  პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაზე ერთი საქმეზე, ხოლო არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კვალიფიკაციით 5 სავარაუდო შემთხვევაზე.  

2017 წელს ბავშვთა დასაქმების შემთხვევები, 5 კერძო საწარმოში დაფიქსირდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ  ორგანიზაციებში არასრულწლოვანთა შრომითი გარემო მეტწილად დამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო ექსპლუატაციის ნიშნები  არ გამოვლენილა.

ფოტო: სოციალური ქსელიდან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი