სეს: ''ფაროსანას წინააღმდეგ დარიგებული პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის” 

19 აპრილი 2018, 00:00 2757 ნახვა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული შესაწამლი პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. მისი თქმით,  გარდაცვლილი მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ და აფრთხილებენ, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პრეპარატები საცხოვრებელ ბინებში არ გამოიყენონ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული. 

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულია რეკომენდაციები და ინსტრუქცია მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.   დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა"- ნატქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი