რუსეთში გასტროლზე ბათუმის დრამატული თეატრი დასი აღარ გაემგზავრება?

18 აპრილი 2018, 00:00 1754 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს - თეატრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დასი  ქალაქ ორლოვში თეატრალურ ფესტივალზე მიწვეული იყო, თუმცა ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო გამგზავრებაზე უარი თქვეს.

ოთარ კალანდაძე ირწმუნება, რომ ორლოვის თავისუფალი თეატრის დასთან შეთანხმებისთვის ოფიციალური მიმოწერა არ შემდგარა. იმავეს აცხადებს აჭარის განათლების მინისტრიც, ამასთან ინგა შამილიშვილის თქმით სამინისტროს არც ფინანსები ჰქონდა გაწერილი. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგმა” ჩაწერა გუშინ ფესტივალის ორგანიზატორი, რომელიც აცხადებდა რომ ქართული მხარისგან თანხმობა მიღებული აქვთ. 

ამავე კატეგორიაში