1978 წლის 14 აპრილი

14 აპრილი 2018, 00:00 2981 ნახვა

40 წლის წინ ქართულს, სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. რასაც წინ სტუდენტთა მასობრივი პროტესტი, ფარული შეხვედრები, მსჯელობა და ხელმოწერების ცენტრალური კომიტეტისთვის ჩაბარება უძღოდა. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, საპროტესტო აქცია დედაქალაქთან ერთად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა მათ შორის ბათუმში.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მალევე იაკობ გოგებაშვილის დედა ენას ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა. თარიღი საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან აღინიშნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი