ბათუმის დრამატული თეატრი ოზურგეთში თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლ ''თეთრი ბაირაღებით'' წარსდგება. ფესტივალში სახელწოდებით ''ნოდარ დუმბაძის თეატრი'' - საქართველოში მოქმედი თეატრები მონაწილეობენ და ისინი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე შექმნილ სპექტაკლებს წარმოადგენენ. 10 დღიანი ფესტივალი წელს პირველად ტარდება.