უმაღლესი საბჭოს კომისიებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა დაიწყო. ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომისიად განათლების კომისია განისაზღვრა, რომელმაც 4 მაისამდე ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს.
საბოლოოდ დოკუმენტს უმაღლესი საბჭო ცნობად მიიღებს, მანამდე კი სავარუდოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც დეპუტატები მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიიწვევენ და ანგარიშთან დაკავშირებით კითხვებსაც დაუსვამენ.