ხანძარი სოფელ ცხემლისის ტყესთან ახლოს ლიკვიდირებულია. ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და 400 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გავრცელდა. ადგილზე შუახევის და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა მოსახლეობა საგაზაფხულო, გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა. ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.