ტყიბულში, მინდელის შახტაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - გარდაცვლილები გადმოასვენეს

05 აპრილი 2018, 00:00 2473 ნახვა

ტყიბულში, მინდელის შახტაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, გარდაცვლილები გადმოასვენეს.

უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.  დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს. 

შახტის ადმინისტრაციულ შენობასთან მეშახტეები და გარდაცვლილის ოჯახის ნათესავები, ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

სამაშველო ოპერაცია მინდელის შახტაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში