ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში, ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი გადაადგილდებოდა, როდესაც ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი მანქანას მთლიანად მოედო და დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს შემთხვევის შესწავლა, ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს ინფორმაციით გამოძიება სიახლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.