პიესა ''ზვავი'' - პრეიერა

04 აპრილი 2018, 00:00 2681 ნახვა

 ბათუმის დრამატული თეატრის შემდეგ თურქი დრამატურგის პიესა “ზვავი” ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დაიდგმება. დასი პრემიერისთვის ემზადება. თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაზე მუშაობა მსახიობებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. პიესის მიხედვით, მოქმედება ერთ სოფელში ვითარდება, სადაც ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ათწლეულების მანძილზე შიშის ქვეშ ცხოვრების წესები და ჩვევები გამოიმუშავეს.

ქორწინების ვადებიც კი მკაცრადაა განსაზღვული იმის შიშით, ქალებმა ზამთრის პერიოდში არ იმშობიარონ. პიესის ავტორს თუნჯერ ჯუჯენოღლუს არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული. პიესები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატურ თეატრში მიწვეულნი არიან უცხოელი რეჟისორები. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი