გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილზე

31 მარტი 2018, 00:00 1593 ნახვა

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ – ეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია არჩილ ტატუნაშვილზე საუბრისას.

პრემიერის თქმით, პრაგმატულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით საქართველოს გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია. გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პატივია იმყოფებოდეს ქალაქში, რომელმაც უდიდესი ტკივილი გადაიტანა.

ამავე კატეგორიაში