აქცია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების გამოძიების მოთხოვნით. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა დღეს ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
არ არის გამორიცხული მალე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახმა ევროსასამართლოს განცხადებით მიმართოს და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვოს. ცოტნე გამსახურდია პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.