ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე, ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სასწავლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს შესაძლოა გაუნახევრდეთ.
ამ საკითხზე დღეს ბათუმში საკრებულო მსჯელობს. საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო ტებიძის იიციატივით 50% შეღავათით ისარგებლებენ სკოლების, ბაღების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის თანამშრომლები, რომელთა ხელფასი 625 ლარს არ აღემატება.
საკრებულომ ამ საკითხს კენჭი დღეს უნდა უყაროს.