ბათუმში მაშველებმა 37 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

27 მარტი 2018, 00:00 13186 ნახვა

სამაშველო სამსახურმა, ბათუმში,  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა. მაშველები, გორგილაძის ქუჩაზე, შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, ბინა მათ დაკეტილი დახვდათ.

სახლში შესულებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 37 წლის ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კორპუსში მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. სწორედ ბინის მეპატრონემ დარეკა 112-ში.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 37 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.

მომხდარს გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი