ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

17 იანვარი 2025, 13:30 288 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სიმულაციური სწავლება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობდა და მისი მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. რთული მეტეოროლოგიური პრობლემების მიუხედავად, გეგმურმა სწავლებამ წარმატებით ჩაიარა.

სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც რეალური ინციდენტის მოდელირებას ეფუძნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქაერონავიგაციის, შსს-ის შესაბამისი დანაყოფები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალური დანაყოფი, ასევე, აჭარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში