''ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გაერთიანების მტრები'' - პრემიერ-მინისტრი

27 მარტი 2018, 00:00 2455 ნახვა

''ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გაერთიანების მტრები”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო.  

მთავრობის მეთაურმა  სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიმართა,  რომ დიდი ხნით არ გადაიდოს იმ პაკეტის განხილვა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა. ამის გარდა გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რომ  არ გაიზარდოს უვიზო რეჟიმის დამრღვევ პირთა რაოდენობა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი