“პროექტის წერის უნარ-ჩვევები”- თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდებმა ინფორმაცია პროექტის წერის მანერებზე, სირთულეებსა და შესაძლო შედეგებზე მიიღეს.
კამპანია - ,,მეტი არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს’’, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ახალგაზრდებს შორის არაფორმალური განათლების დონის ამაღლების მიზნით, წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, რეგიონის მასშტაბით ტრენინგები ტარდება. პროექტი აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება, შემაჯამებელი შეხვედრა კი ბათუმში გაიმართება.