ხელოვნების მუზეუმში მხატვართა საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე ქართველი და თურქი მხატვრების 30-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
საგამოფენო სივრცის სიმცირის გამო ნამუშევრების ნაწილი ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი. ღონისძიება ბათუმში პირველად მოეწყო რომლის მიზანი მეზობელი ქვეყნების დამეგობრება და ნამუშევრების გაცნობაა.