1 მაისიდან “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რაც საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონით, თამბაქოს მოწევა იკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.
თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და სხვა წარმომადგენლებმა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად კვების ობიექტებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის, შეხვედრა გამართეს.
შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. ერთ ერთი კაფის მენეჯერი ლანა ჩიხლაძე ამბობს, რომ კანონის ამოქმედება მძიმედ არ დააწვება კაფეებს და მით უმეტეს მომხმარებლების შემცირებას არ გამოიწვევს.