სარფის საბაჟო გამსვლელ პუნქტში 'აივ შიდსის, ტუბერკულოზის და ცე ჰეპატიტის სკრინგინგი დაიწყო. ერთწლიანი პროგრამა საპილოტეა და იგი მიგრანტ მოსახლეობაზეა გათვლილი. თუმცა აქციაში ჩართვა უცხო ქვეყნის მოქალაქესაც შეუძლია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები სარფის საბაჟოზე ორ კვირას დარჩებიან, შემდეგ კი მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრებს უნდა მიმართონ. გამოკვლევა უფასოა.
პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ხორციელდება.