საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გრძელდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, აქციის ფარგლებში უფასო სერვისით ისარგებლებენ ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც 1 ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი.
აქციის ფარგლებში უკვე ისარგებლა 20 ათასმა მოქალაქემ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია პირველ ნოემბრამდე გრძელდება.