21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

21 მარტი 2018, 00:00 1372 ნახვა

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში “თანას” სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების ნახატების გამოფენა გაიმართა. მსურველებს საშუალება აქვთ ბენეფიციარების ნახატები მთელი დღის განმავლობაში დაათვალიერონ და შეიძინონ.

2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ცნობადობის ამაღლების მიზნით  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოშიც.

ამავე კატეგორიაში