კითხვები გაუმჭვირვალობასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მორიგ კვლევას აქვეყნებს. ამჯერად ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით გაცემული ქონებით დაინტერესდა.
კვლევის თანახმად საინვესტიციო ტერიტორიების ნაწილი, არაკონკურენტულ გარემოში, შესყიდული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც რამდენიმე დღით, ან რამდენიმე თვით ადრე არიან დარეგისტრირებული, ამასთან ხშირად ნაკისრ ვალდებულებებს დათქმულ ვადებში არ ასრულებენ.
აღსანიშნავია რომ მყიდველი 8 კომპანიიდან 4-თან დაკავშირებული პირები პოლიტიკური პარტიების შემწირველები არიან. ორგანიზაცია მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორისაა პირდაპირი მიყიდვით ობიექტის გასხვისებისას შერჩევის ზუსტი კრიტერიუმების დადგენა. ვნახოთ რა პასუხები აქვთ მთავრობაში.