მთავრობამ ბანკებს რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. დაზარალებულები ბანკებში ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი ვინ მიიღებს სესხს - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი იპოთეკით დაზარალებულებს, რომლებიც შიმშილობას ამ დრომდე აგრძელებენ.