მიმდინარე წელს შუახევში გეოლოგებმა 20 ოჯახი შეისწავლეს, მათგან სამს ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებაზე რეკომენდაცია მიეცა. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გეოლოგების შესწავლას 140-მდე ოჯახი მოითხოვს.
მუნიციპალიტეტში გეოლოგებს მომდევნო კვირიდან ელოდებიან. შუახევში 2016-2017 წლებში „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლის შეძენის” მიზნობრივი პროგრამით 103 ოჯახს გაეწიათ დახმარება, თუმცა მათი უმეტესობა კომპენსაციის აღების მიუხედავად დღემდე მეწყრულ ზონაში ცხოვრობს.