ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის გამოვლენის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. უფასო კონსულტაციებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე უფასო გამოკვლევებით ქობულეთში, ხელვაჩაურსა და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვები ისარგებლებენ.
დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტებს საჭირო პრეპარატებიც გადაეცემათ. პროგრამის ფარგლებში სულ 4 ათას 100 ბენეფიციარის გამოკვლევა იგეგმება. ხვალ ექიმი ტრავმატოლოგი ლევან გამყრელიძე მსურველებს 10 საათზე ქობულეთში სოფელ მუხაესტატეში, ხოლო 14 საათზე მედ-ჰაუსში გაუწევს კონსულტაციებს. 15 მარტს გამოკვლევები ხელვაჩაურში რეგისტრირებულ პაცინეტებს ჩაუტარდებათ.