აშშ–ს წამყვანი სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. თბილისში ამერიკის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები იმყოფებიან.
შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული სტრატეგია განიხილეს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებას მავნებელთან ბრძოლის მოქნილი და ქმედითი გეგმა გააჩნია, თუმცა მავნებლის დამარცხება ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.