ყველაზე ახალი ეროვნული პარკი

06 მარტი 2018, 00:00 3779 ნახვა

მაჭახლის ეროვნული პარკი, ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრზე მდებარეობს. კოლხური ტყეებით გამორჩეულ ადგილს, დაცული ტერიტორიის სტატუსი 2012 წელს მიენიჭა.

უნიკალური ბუნების მქონდე პარკის ვიზიტორთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. გასულ წელს 5000-ზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა. მაჭახლის ეროვნულ პარკში ვიზიტორებისთვის სამი ტურისტული ბილიკია მოწყობილი.

პარკის ადმინისტრაცია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობს.  დანარჩენი ბილიკები მომავალ წელს მოეწყობა.

გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ თანხები და რესურსი დაცულ ტერიტორიებზე არ უნდა დაზოგოს, რადგან აღნიშნულ პარკებს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვთ.

აჭარის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. კინტრიშის, მტირალას, მაჭახლის ეროვნული პარკებისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების უნიკალურობის გლობალური მნიშვნელობის დასადასტურებლად, მეცნიერული კვლევები წლების განმავლობაში ტარდებოდა. პროცესი 2005 წელს დაიწყო და 2 წლის წინ განახლდა. ბოლო სტადიაზე გადასულმა გარემოს დაცვის სააგენტომ ამჯერად მართვის გეგმა უნდა მოამზადოს.

ფოტო: კინტრიშის ხეობა...

მაჭახლის ხეობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში