5 მარტს, ღამით სანაპირო ზოლში ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
6 მარტს, ღამის საათებში ამინდი გაუმჯობესდება, ჩრდილო - დასავლეთიდან შემოსულ ცივ და ნოტიო ჰაერის მასებს, აღმოსავლეთის მეტეოროლოგიური პროცესი ჩაანაცვლებს, რაც უმეტესად უნალექო და შედარებით თბილ ამინდს განაპირობებს.