საჩუქრები დედის დღესთან დაკავშირებით

03 მარტი 2018, 00:00 3216 ნახვა

სოფელ დოლოგანში მცხოვრებ 91 წლის ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს. მეხფულე ცეცხლაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქედის მერი ესტუმრა და ყვავილები და საჩუქრები გადასცა. მეხფულე ცეცხლაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა 1950 წელს დაიწყო.

მას 55 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი აქვს. მას 4 შვილი 12 შვილიშვილი და 17 შვილთაშვილი ჰყავს. მეხფულე ცეცხლაძეს ქედის მერი ლექსების კრებულის გამოცემას დაპირდა. დედის დღესთან დაკავშირებით ქედაში კულტურის ცენტრში ღონისძიებაც გაიმართა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი