ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქართულ აფხაზური საგას”- 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბი ბათუმის ხელმძღვანელმა ამ ხნის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
ნათელა დუმბაძის თქმით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე რაც მათმა ორგანიზაციამ განახორციელა არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის #14 საჯარო სკოლაში კლასები ჩამოაყალიბეს, სადაც აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.ნათელა დუმბაძის თქმით აჭარაში სულ 8000 აფხაზი და 2000 ქართულ-აფხაზური ოჯახია დასახლებული. ღონისძიებას მთავრობის წევრები და დევნილთა და განსახლების მინისტრი ესწრებოდა.