მედიკოსებთან შეხვედრამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები.