ბათუმში ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა

02 მარტი 2018, 00:00 2704 ნახვა

შავი ზღვის აკვატორიის, ბათუმის მონაკვეთზე ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა. ფაქტი გარემოს ეროვნული სააგენტო, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ტოქსიკოპათოლოგიურ ფაქტორს.

ნაპირზე გამორიყული მკვდარი ძუძუმწოვარი, ფრინველების მიერ არის დაზიანებული.

წელს მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის  თქმით, აპრილიდან ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში, მიზეზების დეტალურად შესწავლა მოხდება. საკვლევი მასალა კი ბელგიაში გადაიგზავნება.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი.

გასულ წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

ფოტო:არჩილ გუჩმანიძე

ამავე კატეგორიაში