გაზაფხულის პირველ დღეს ხულოში თოვლი მოვიდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში ღამით თოვდა, თოვლის სიმაღლემ 5 სანტიმეტრს მიაღწია.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვალიდან მაღალმთიან აჭარაში, ისევე როგორც მთელს დასავლეთ სანაპიროზე, ამინდის პირობები გაუმჯობესდება და 3 მარტს, შედარებით თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდები.
ფოტო: სოფო შავაძე