პრემიერ-მინისტრი 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

28 თებერვალი 2018, 00:00 1657 ნახვა

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა" - სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერ- მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ფბ გვერდზე აქვეყნებს.

"ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად'' - ნათქვამია  წერილში. 

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. 

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.

 

 

ამავე კატეგორიაში