''აჭარაში კორუფცია ყვავის'' - არმაზ ახვლედიანი

27 თებერვალი 2018, 00:00 2018 ნახვა

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის ახლად არჩეული მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ამბობს, რომ მთავრობა და მერია ინვესტორთან კორუფციულ გარიგებაშია. საკითხის მოკვლევას კი პროკურატურას სთხოვს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ზღვისპირა ზოლთან ახლოს, ბათუმის დელფინარიუმის წინ, უკანონო მშენებლობა იწყება. ტერიტორია უკვე შემოფარგლულია. 

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა განცხადება  დღეს გააკეთა. 

კომპანია ''ალიანს ფრივილიჯიში'' ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ მშენებლობა დაიწყოს. გეოლოგიური სამუშაოების დაწყებას კი ნებართვა არ სჭირდებოდა - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი