სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს 30 წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენეს და სუმგაითის ტრაგედიისას დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. სულის მოსახსენიელებელი წირვა მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
ოფიციალური მონაცემებით, 1988 წლის 27-29 თებერვალს ქალაქ სუმგაითში დაიღუპა 27 და დაიჭრა სომხეთის 100 მოქალაქე, თუმცა სომხური დიასპორა განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს, მათი ინფორმაციით, ამ მოვლენებს გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.