აჭარაში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

24 თებერვალი 2018, 00:00 1703 ნახვა

აჭარაში ფასდაკლების კვირეული დაიწყო. მასში 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტია ჩართული. „დისქაუნთ ჩექ-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი და უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 30%-იანი ან  მეტი  ფასდაკლება.

დისქაუნთ ჩეკ“  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება და ტურისტების მოზიდვა. ფასდაკლების კვირეული 11 მარტამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში