ენმ საცხენოსნო კლუბთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს

23 თებერვალი 2018, 00:00 1936 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საცხენოსნო კლუბის ტერიტორიაზე ინერტული მასალის დაყრას აპროტესტებს და კლუბთან მისასვლელი გზის გაყვანას ითხოვს. ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბალასტი მშენებარე სტადიონიდან გადააქვთ,  მაღალი გამავლობის მანქანებმა კი კლუბთან მისასვლელი გზა დააზიანეს.

კომპანია “ანაგის” მენეჯერი აცხადებს, რომ  სტადიონის მშენებლობისთვის მიწის ზედა ფენის დასაწყობების ადგილი დამკვეთმა მიუთითა. მისი ინფორმაციით,  თვეზე მეტია  აღნიშნული სამუშაოები შეჩერებულია.  რამდენიმე დღეში კი გზის მოწესრიგება დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი