ჩანგრეული გზა და საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი, სადაც რამდენიმე თვეა ტრანსპორტი ცალმხრივად მოძრაობს. ტერიტორია ბეტონის დიდი ფილებითაა შემოსაზღვრული.
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის, დიდაჭარის მონაკვეთზე ‘’შუახევი ჰესის“ მშენებლობის დროს, ძველი გზა გააუქმეს და ახალი გაჭრეს.
მოასფალტებული გზის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი, ეროზიული პროცესების გააქტიურების გამო, ნაწილობრივ ჩაინგრა.
“შუახევი ჰესზე” სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. სატესტო რეჟიმის შემდეგ ტექნიკური ხარვეზები გამოიკვეთა. პრობლემა შეიქმნა 6 მონაკვეთზე, ასევე შუახევი-დიდაჭარის მიმართულებით.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ თემაზე მასალა იანვარში მოამზადა.