მფარველობს თუ არა პოლიციელი უნებართვო მშენებლობას?

12 თებერვალი 2018, 00:00 3655 ნახვა

უნებართვო მშენებლობა ქობულეთში. მუნიციპალიტეტის ცენტრში საცხოვრებელი სახლი შენდება ისე რომ მშენებელს არ აქვს შესაბამისი ნებართვა, ტერიტორიაზე არც საინფორმაციო დაფაა განთავსებული.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ საქმის კურსშია და მშენებლობა უკვე შეაჩერა, თუმცა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ადგილზე სამუშაო პროცესი დახვდა.

ადგილობრივები პირად საუბარში გვიყვებიან პოლიციელის, ვინმე ირაკლი იფშირაძის შესახებ – ამბობენ, რომ აღნიშნული პირი ფლობს მშენებლობის წილს და სწორედ ის ლობირებს საკითხს. კითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს - იფშირაძის საქმეს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში