საპენსიო რეფორმა - რისკები და მოსალოდნელი ეფექტი

07 თებერვალი 2018, 00:00 2234 ნახვა

საპენსიო რეფორმის განხილვააა ასევე დაწყებული პარლამენტში. დაგროვებითი პენსია - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ვალდებულებები – ძირითადად კითხვები ამ მიმართულებით ისმის.

არსებული პროექტის თანახმად 40 წლამდე კონტრაქტით დასაქმებული მოქალაქეები ვალდებული იქნებიან ფონდში ხელფასის 2 პროცენტი ჩარიცხონ, 2 პროცენტს დამსაქმებელი ჩარიცხავს, 2-ს კი სახელმწიფო.

დაგროვილ თანხას, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მოქალაქეები საბაზისო 180 ლარზე, დამატებით ყოველთვიურად მიიღებენ. ყველა თანხმდება იმაზე რომ საპენსიო რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან ფაქტია საქართველოში, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით პენსიის ოდენობა ყველაზე დაბალია, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ მოდელმა არ გაამართლოს, რადგან მოქალაქეებს მსგავსი ფონდების მიმართ ნდობა არ აქვთ, ანუ მათ ეჭვი შეეპარებათ, რამდენად დაუბრუნებს სახელმწიფო თანხას ათეულობით წლების შემდეგ.

კითხვები ისმის ასევე უნდა იყოს თუ არა ფონდში თანხის ჩარიცხვა სავალდებულო გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის და ხომ არ გაუზრდის ეს რეფორმა ბიზნესს ხარჯებს, ან ხომ არ დააზარალებს დასაქმებულს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი