რა დაავადებაა ტუბერკულოზი? რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მისი კლინიკური ნიშნები? ამ საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა ტუბერკულოზის ცენტრში. შეხვედრას ჯანდაცვის, ბაღების გაერთიანებისა და რესურსცენტრების წარმომადგნლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობა. ტუბერკულოზი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის გზით გადადის.
დაავადების მკურნალობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა. აჭარაში ყოველწლიურად ინფიცირებულთა დაახლოებით 400 შემთხვევა ფიქსირდება.