რადიო ''თავისუფლება'' მაუწყებელთან თანამშრომლობას აგრძელებს

06 თებერვალი 2018, 00:00 2664 ნახვა

რადიო “თავისუფლება” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებაშია საუბარი, რომელიც პრაღის ბიუროდან მაუწყებელმა ელექტრონული ფოსტით  მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ  რადიო “თავისუფლება” გეგმავს  გოგი გვახარიას გადაცემა “ანარეკლები” მაუწყებლის ეთერში დარჩეს. რაც შეეხება სალომე ასათიანის გადაცემას მისი საეთერო ბადეში ჩაშვება მას შემდეგ იგეგმება, რაც რადიო თავისუფლება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს დაარეგულირებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით, ორივე გადაცემის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” მზადაა თანამშრომლობისთვის. ხვალ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აღნიშნულ საკითხზე, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. მაუწყებელმა “რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს წერილობით 1 თებერვალს, მას შემდეგ მიმართა, რაც ქართული ბიუროს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი