როგორ განკარგავენ აჭარაში საცხოვრებელ ფართებს? - ეფექტიანობის შეფასება

05 თებერვალი 2018, 00:00 3450 ნახვა

საცხოვრებელი ობიექტების მართვა-განკარგვის ეფექტიანობა შეისწავლა ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარაში. საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც ეკომიგრანტებისთვის შენდება და იმ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ეკომიგრანტებს სახლის შესაძენად 25 ათასი ლარი გადაეცემათ.

აღნიშნავენ, რომ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები უნდა შეიქმნას, იმისთვის რომ საცხოვრებლად სახიფათო შენობას აღარ დაუბრუნდნენ ოჯახები. დადებითადაა შეფასებული ფაქტი, რომ  გასული წლებისგან განსხვავებით ეკომიგრანტები პირადად იღებენ თანხას და თავად არჩევენ საცხოვრებელს, თუმცა იქმნება გარკვეული პრობლემები, ხშირად მათ თანხის დამატება უხდებათ.

რაც შეეხება საბინაო ფონდს - მიზნისა და კრიტერიუმების არარსებობას უწუნებენ აუდიტორები მუნიციპალიტეტის მერიას და რეგიონის ეკონომიკის სამინისტროს. საბიუჯეტო ორგანიზაციებს აუდიტის სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში