ორი სახანძრო კიბე და მოძველებული ტექნიკა- სამაშველო სამსახურის რეფორმა დაიწყო

02 თებერვალი 2018, 00:00 2716 ნახვა

რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და რებრენდინგი მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ახალი ტექნიკის შეძენა და დაახლოებით 2 თვეში პრეზენტაცია დააანონსა დღეს მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა. გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ მენეჯმენტს შეეხება და ქვედა რგოლის არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დატოვებს.

მღებრიშვილის თქმით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების გაზრდაა. ეს თემა განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში გააქტიურდა. გასული წელი დატვირთული იყო ტრაგიკული მოვლენებითა და ტყეში გაჩენილი ხანძრებით. სწორედ ამ დროს უმთავრესი როლი მეხანძრე-მაშველებს ეკისრებათ. რა გამოწვევის წინაშე დგანან, ხელფასის გარდა, ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურში? არის თუ არა საკმარისი ტექნიკა და რა პრობლემებს აწყდებიან საველე სამუშაოებისას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი